English / ქართული /








Journal number 1 ∘ Eliso Beridze
Inclusiveness: The Most Important Factor in Economic Growth and Development

Recently in many countries the problem of inclusive growth has become a highly topical issue. The article focuses on the content of inclusive growth, characterization of inclusive growth factors and the role of inclusiveness in economic growth and development. The proper place in the article is given to the specifi city of inclusive growth and the importance of the improvement of Georgia’s population well-being and the country’s socio-economic advancement in general. In connection of each noted problem, the author of the work has formulated her position and set adequate measures.

Keywords: inclusive growth, growth factors, unemployment and employment, disparities in incomes, social equality, inequality coeffi cient, structural transformation, Georgia – 2020.

JEL Codes: O10, O40, O50

ბოლო პერიოდში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უაღრესად აქტუალური გახდა ინკლუზიური ზრდის პრობლემა. ამასთან დაკავშირებით სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ინკლუზიური ზრდის შინაარსზე, ინკლუზიური ზრდის ფაქტორთა დახასიათებასა და ინკლუზიურობის როლზე ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში. სტატიაში ჯეროვანი ადგილი ეთმობა ინკლუზიური ზრდის სპეციფიკურობას და მნიშვნელობას საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებასა და საერთოდ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესში. თითოეულ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ნაშრომში ჩამოყალიბებულია ავტორისეული პოზიციები და დასახულია ადეკვატური ღონისძიებები.

საკვანძო სიტყვები: ინკლუზიური ზრდა, ზრდის ფაქტორები, უმუშევრობა და დასაქმება, უთანაბრობა შემოსავლებში, სოციალური თანასწორობა, უთანასწორობის კოეფიციენტი, სტრუქტურული ტრანსფორმაცია, საქართველო - 2020.

ბოლო წლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის აუცილებლობაზე აქტიურად მსჯელობენ. მდგრადი განვითარების მიზნების ღია სამუშაო ჯგუფის 2015 წლის მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-8 მიზანი სწორედ მდგრადი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის, სრული და ეფექტიანი დასაქმების და შესაბამისი სამუშაო ადგილების სტიმულირებაა [1]. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) 2014 წლის სამუშაო პროგრამაში მთავარ მიზნად ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფა დაასახელა [2], უფრო მეტიც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების განყოფილების ერთ-ერთ მიზანს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის და სტაბილური სამუშაოს უზრუნველყოფა წარმოადგენს [3]. სსფ სახელმწიფოებს უფრო მეტი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისკენ მოუწოდებს, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში არათანაბრად გადანაწილებული შემოსავლების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება. ფონდის რეკომენდაციებით სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ მასტიმულირებელი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, სტრუქტურული რეფორმები, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას [4]. დიდი ოცეულის (G20) შეხვედრაზე ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მოსახლეობამ ჯერ კიდევ უნდა მიიღოს გლობალური ეკონომიკის აღდგენის პროცესებში მონაწილეობა, ხოლო დიდმა ოცეულმა უნდა იბრძოლოს არამხოლოდ ძლიერ, მდგრად და დაბალანსებულ ზრდაზე, არამედ უფრო ინკლუზიურ ზრდაზე, რაც მოსახლეობის ნიჭის უკეთეს მობილიზებას მოახდენს [5].

1950-1970 წლებში ეკონომიკურ ზრდასა, სიღარიბესა და უთანასწორობას შორის დამოკიდებულება კუზნეცის [6] და სოლოუს [7] მოდელებს ეფუძნებოდა. სახელმწიფოს პირდაპირმა ჩარევამ განვითარების პროცესში და მსოფლიო ბანკის დახმარებამ ინფრასტრუქტურული და კაპიტალური სამშენებლო პროექტების განხორციელებაში, წარმოქმნა იმის მოლოდინი, რომ კაპიტალისტურ ეკონომიკას ეკონომიკური ზრდის, საერთაშორისო ჩართულობის უზრუნველყოფა და სიღარიბის შემცირება შეუძლია, როგორც ეს მის კონკურენტ სოციალისტებს შეეძლოთ. 1970-იანი წლების შუა ხანებში, ეკონომისტებისთვის ეს მოლოდინები უიმედო აღმოჩნდა. კერძოდ, რამდენიმე ქვეყანა შემოსავლების განაწილება სტაბილურად უარესდებოდა. რთული იყო იმის აღმოჩენა, რომ თანასწორობის გენერირების პროცესები მსოფლიო ეკონომიკაში ან განვითარებადი ქვეყნების უმეტეს ნაწილში, იარსებებდა. ამ წარუმატებლობამ კეინზიანელებსა და მონე- ტარისტებს შორის დებატები გამოიწვია. კეინზიანელების აზრით, შემოსავლების განაწილებას მიზანმიმართული პოლიტიკა სჭირდებოდა, ხოლო მონეტარისტები ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფოს არაეფექტური ჩარევა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას დააბრკოლებდა.

1970-1980 წლებში მონეტარიზმის და ახალი კლასიკური ეკონომიკური თეორიის წარმოშობამ განვითარების და სიღარიბის შესუსტების მოლოდინი, დივიდენდების გაზრდით ჩაანაცვლა, რაც ვაშინგტონის კონსენსუსის ეკონომიკური პოლიტიკების გამოყენებით წარმოიშვა. 1990-იან წლებში აღნიშნული სტრატეგიის წარუმატებლობამ, ახალი ინსტიტუციური ეკონომიკის წარმოშობამ და მსოფლიო ბანკზე, სსფ-ზე განვითარებადი ქვეყნების მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთვრობო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (IFI) ზეწოლის შედეგად, წინ წამოიწია უთანასწორობის და სიღარიბის შემცირების აუცილებლობის საკითხი. 1990-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისში ვაშინგტონის კონსენსუსის ლოგიკამ დომინანტის ფუნქცია დაკარგა და მსოფლიო ბანკის პოლიტიკას გამოეთიშა. დღეს უკვე დომინირებს ე.წ. „ინკლუზიური ზრდის პარადიგმა“ [8].

ინკლუზიური ზრდის არსი

 ინკლუზიური ზრდის ერთიანი განმარტება არ არსებობს, თუმცა მიზნები ყველგან საერთოა. საწყის ეტაპზე ინკლუზიური ზრდის არსის გაგება მნიშვნელოვანია, ვინაიდან უფრო ადვილია მიზნების დასახვა და მათი შემდგომი განხორციელება. ინკლუზიურ ზრდას ორგანიზაციები, საერთაშორისო ინსტიტუტები და დონორები სხვადასხვანაირად განმარტავენ. არსებობს მრავალი ხედვა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ინკლუზიური ზრდა პრაქტიკაში, მაშინ როდესაც მიდგომის გზები სხვადასხვაა. ზოგადი მიდგომა ასეთია: ინკლუზიურმა ზრდამ უნდა შეამციროს სიღარიბე და უთანასწორობა, უზრუნველყოს მოსახლეობის კეთილდღეობა და მაქსიმალური ჩართულობა. თუმცა, რიგი საერთაშორისო ორგანიზაცია ინკლუზიურ ზრდას განსხვავებულად განიხილავს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ზრდა ინკლუზიურია, თუ ის უზრუნველყოფს ღარიბთა პირო- ბების გაუმჯობესებას და მათ აქტიურ ჩართულობას ეკონომიკურ აქტივობაში. იმისათვის, რომ ზრდა იყოს ინკლუზიური, უნდა გაიზარდოს წარმოება და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. აზიის განვითარების ბანკის განმარტებით, ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურია, თუ იქმნება შესაძლებლობები და იზრდება საზოგადოების ჩართულობა ეკონომიკურ აქტივობაში [9]. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) განმარტავს, რომ ინკლუზიურ ზრდას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც საზოგადოების კეთილდღეობის მაჩვენებელი, გარდა შემოსავლისა, გაუმჯობესდა [10]. ასევე, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინკლუზიურ ზრდას თანასწორობასთან ერთად განიხილავს [9]. ევროპის კომისიის განმარტებით, ინკლუზიური ზრდა ნიშნავს უფრო მეტ დასაქმებას, განსაკუთრებით ქალებისთვის, ახალგაზრდებისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის, შრომის ბაზრის მოდერნიზებას, ინვესტიციებს ადამიან-კაპიტალში და ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სარგებლის ხელმისაწვდომობას (Europe Comission). ინკლუზიური ზრდის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრი მიიჩნევს, რომ ინკლუზიური ზრდა არის, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, სიღარიბის დონის და უთანასწორობის შემცირება, მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში და შესაძლებლობების გაფართოება [11]. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მთავარმა ეკონომისტმა ინკლუზიური ზრდის საერთო მახასიათებლები დაასახელა. კერძოდ, ინკლუზიური ზრდაა, თუ ის ხდება იმ სექტორში, სადაც ჩართულნი არიან ყველაზე ღარიბები (მაგ. სოფლის მეურნეობა), ხდება იქ, სადაც ცხოვრობენ ღარიბები (მაგ. შედარებით ნაკლებად განვითარებული ტერიტორიები), ხდება თუ დაფუძნებულია იმ ფაქტორების გამოყენებაზე, რომელსაც ღარიბები ფლობენ (მაგ. არაკვალიფიციური მუშახელი) და ამცირებს იმ სამომხმარებლო ფასებს, რასაც მეტწილად ღარიბები მოიხმარენ [12].

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ის სამი პრობლემა დაასახელა, რასაც რეკორდულად მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპიც კი ვერ დაძლევს. ეს პრობლემებია: სიღარიბე, უმუშევრობა, უთანასწორობა.

2015 წლის მსოფლიო სიღარიბის უახლესი მონაცემების მიხედვით, საერთაშორისო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 706 მლნ ადამიანი ცხოვრობს (დღეში 1.90 აშშ დოლარი შემოსავლით). ამ მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 9.6% ღარიბია [13].უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი და ღარიბთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით, 1990 წლიდან მოყოლებული, სტაბილურად მცირდებოდა (გრაფიკი 1). მსოფლიო ბანკის ერთ-ერთ მთავარი მიზანი უკიდურესი სიღარიბის დაძლევაა. კერძოდ, მსოფლიო ბანკი 2030 წლისთვის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრების ადამიანების (დღიური 1.25 დოლარი) 3%-ით შემცირებას ისახავს მიზნად (WB Group, 2013). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევა არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის პირობებში რთული იქნება.

სიღარიბის დონე მსოფლიოში [14]

გრაფიკი 1

ეკონომიკური ზრდა სიღარიბეს სამუშაო ადგილების ზრდით ამცირებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ეკონომიკურმა ზრდამ სამუშაო ადგილების შესაბამისი ზრდა არ გამოიწვია. მაგალითად, 1980-იან წლებში მთლიანი შიგა პროდუქტის (მშპ) 3%-იანმა ზრდამ სამუშაო ადგილები მხოლოდ 1%-ით გაზარდა. 1990-იან წლებში კი იგივე მაჩვენებლის მისაღებად მშპ-ის 8%-ით გაზრდა გახდა საჭირო. 2015 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.1%-ით გაიზარდა, ხოლო სსფ-ის (IMF)2016-2017 წლის პროგნოზით შესაბამისად 3.4 და 3.6%-იანი ზრდა არის ნავარაუდები [15]. მსოფლიო ეკონომიკური ზრდის შენელება ძირითადად განვითარებად ქვეყნებში შექმნილი სიტუაციით არის გამოწვეული. შესუსტებულმა მსოფლიო ეკონომიკამ გლობალური უმუშევრობის ზრდა გამოიწვია. 2015 წელს უმუშევართა რიცხვმა 197.1 მლნ ადამიანს მიაღწია და ამით წინა წლის მონაცემებს 1 მლნ-ით, ხოლო კრიზისამდე პერიოდს,27 მლნ-ით გადააჭარბა (გრაფიკი 2). შესუსტებულმა მსოფლიო ეკონომიკამ შრომის ბაზარზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია. უახლესი პროგნოზების მიხედვით, მსოფლიოში უმუშევართა რიცხვი 2016 წელს 2.3 მლნ ადამიანით, ხოლო 2017 წელს, 1.1 მლნ ადამიანით გაიზრდება. განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნებში კი უმუშევართა რაოდენობა კი 2.4 მლნ-ით გაიზრდება. განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული ციფრი ოდნავ შემცირდება (შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია) [16].

უმუშევრობა მსოფლიოში

გრაფიკი 2

 შემოსავლების უთანასწორობა, არსებითად, ინდივიდუალური ეკონომიკური საქმიანობის ბუნებრივი შედეგია. განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების უმეტესობისთვის, უთანასწორობა გავლენას ახდენს მოსახლეობის სოციალურ სტატუსზე, მოხმარების სტრუქტურასა და ჯანმრთელობაზე. თანამედროვე ეკონომიკური თეორიები ეკონომიკური განვითარებისთვის უთანასწორობის გარკვეულ დონის აუცილებლობის საკითხს იზიარებს, თუმცა, ამისათვის მოსახლეობის შემოსავლებიც უნდა იზრდებოდეს. ბევრ ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მოსახლეობის შემოსავლები არ გაზრდილა, ხოლო ზღვარი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, უფრო გაფართოვდა. გაზრდილი შემოსავლები და უთანასწორობა სიმდიდრეში პოლიტიკის გამტარებლებისათვის მნიშვნელოვანი საკითხია. თითქმის ყველა სფეროში, იქნება ეს განათლების დონე, სიცოცხლის ხანგრძლივობა თუ დასაქმების პერსპექტივები, წარმატება არაპროპორციულად არის განაწილებული სოციო-ეკონომიკური სტატუსის, სიმდიდრის, სქესის, ასაკის და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. უთანასწორობის გაფართოება ეკონომიკის პრინციპებს, ეკონომიკურ ზრდას და საზოგადოების ნდობას გარკვეულ რისკებს უქმნის. უფრო მეტიც, ამან შესაძლოა დემოკრატიულ პროცესსაც გარკვეული პრობლემები შეუქმნას, ვინაიდან ხალხი შესაძლოა გამოეთიშოს ყველაფერს, თუ იგრძნობენ რომ მთავრობები არ მუშაობენ და არ ზრუნავენ მათზე. უთანასწორობის ზრდა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ეკონომიკური ზრდა საზოგადოების კეთილდღეობასა და სიღარიბეზე. თანასწორობას სიღარიბის შემცირებას უწყობს ხელს. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, თანასწორობის შემთხვევაში შემოსავლების 1%-ით გაზრდა სიღარიბის მაჩვენებელს 4.3%-ით შეამცირებს, მაშინ როდესაც უთანასწორობის შემთხვევაში 0.6%-ით შემცირდება [17 გვ.14]. გარდა ამისა, უთანასწორობამ შესაძლოა ფინანსური კრიზისის პოტენციალი გააძლიეროს, გამოიწვიოს პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა, რაც თავისთავად საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად აისახება. უთანასწორობის პირობებში მთავრობას გაუჭირდება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გარკვეული შოკების დროს. უთანასწორობამ შესაძლოა გამოიწვიოს ღარიბი ფენების ფინანსებთან ხელმიუწვდომლობადა შესაბამისად, განათლებასა და სამეწარმეო საქმიანობაში ინვესტიციების შესაძლებლობების შემცირება [18]. უთანასწორობის ზრდის, ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის, უმუშევრობის მაღალი დონის და არსებული ეკონომიკური ზრდის ტენდენციის, საზოგადოების კეთილდღეობის და მდგრადი განვითარების წარუმატებელი გამოცდილების ფონზე, დებატები ინკლუზიური ზრდის შესახებ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. მაგალითად, აზიაში სწრაფ ეკონომიკურ ზრდას სიღარიბის მნიშვნელოვანი შემცირება ახლდა, თუმცა, ამავე დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლების უთანასწორობა. შესაბამისად, აზიის ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მდიდრები უფრო სწრაფად მდიდრდებიან, ვიდრე ღარიბები. ამ გადმოსახედიდან, ეკონომიკური ზრდა აზიაში, არ იყო საკმარისად ინკლუზიური [12]. სხვა რეგიონებთან შედარებით, აზიის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა. სწრაფი ტემპით გაიზარდა მშპ მოსახლეობის ერთ სულზე (1970-ი- ან წლებში - 0.6%, 1980-იან წლებში - 3.2%, 1990-იან წლებში - 3.3%, 2000-იან წლებში - 5%). ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კი უთანასწორობა აზიის 14 ქვეყნიდან 11 ქვეყანაში გაიზარდა. მიუხედავად მოსახლეობის მუდმივი ზრდისა, ბოლო 25 წლის განმავლობაში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაახლოებით 712 მლნ ადამიანმა გადალახა სიღარიბის ზღვარი, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. 1980-იან წლების დასაწყისში, აღნიშნული რეგიონი მსოფლიოს ღარიბთა 87%-ს იტევდა, დღეს კი ეს ციფრი 67%-მდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აზია კვლავ მსოფლიოს ღარიბთა 2/3-ის ადგილსამყოფელად რჩება. მიუხედავად დაჩქარებული ეკონომიკური ზრდისა, სამხრეთ აზიაში შემცირებულია სიღარიბის დონის კლების ტემპი [12]. ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 1820 წლიდან 1990 წლამდე მსოფლიოში უთანასწორობა სტაბილურად იზრდებოდა, ხოლო 1990 წლიდან, უთანასწორობა შემოსავალსა და მოხმარებაში მნიშვნელოვნად მცირდება. ასეთი შემცირება, ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, პირველად მოხდა,რაც განპირობებული იყო მრავალრიცხოვან ქვეყანაში (განსაკუთრებით ჩინეთსა და ინდოეთში) შემოსავლების გაზრდით. 1988-1998 წლებში ჯინის ინდექსი 34-დან 40-მდე გაიზარდა. მას შემდეგ, უთანასწორობა ზომიერად მცირდებოდა და 2013 წელს 62.5 ნიშნულამდე შემცირდა, როდესაც 2008 წელს 66.8 იყო [19]. უთანასწორობის ზრდა, ეკონომიკურ ზრდაზე, სიღარიბის შემცირების გავლენას ასუსტებს და არის მოსაზრება, რომ მაღალი დონის უთანასწორობა უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდასა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე. პოლიტიკის გამტარებლები და მეცნიერები უთანასწორობის ევოლუციის საკითხს დიდ ყურადღებას უთმობენ. უფრო მეტიც, უთანასწორობას დიდი რეცესიის (2007) ერთ-ერთ მიზეზად და შედეგადაც მოიხსენიებენ [20]. ფინანსურ კრიზისს ევროპაში ეკონომიკის სტაგნაცია მოჰყვა, შედეგად გაიზარდა უთანასწორობა. მკაფიო გახდა თუ რამდენად არის დამოკიდებული საზოგადოება უმუშევრობასა და დასაქმების შესაძლებლობებზე [20]. უთანასწორობა ევროპაში 1996-2000 წლებში 15 ქვეყნიდან 9 ქვეყანაში, 2000-2007 წლებში - 10 ქვეყანაში და 2007-2011 წლებში - 8 ქვეყანაში შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კლების ტემპი შენელებულია [20]. უთანასწორობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ინდექსი - ჯინის კოეფიციენტი 2007-2011 წლებში ევროპაში 1%-ით გაიზარდა (30 ქვეყანა). ყველაზე მკვეთრად ჯინის ინდექსი დაეცა ისლანდიაში, რუმინეთში,ჩეხეთსა და ბულგარეთში (Wennberg,Ehrling, 2014). ევროპის კომისიამ ის მიზეზები დაასახელა, თუ რატომ არის ინკლუზიური ზრდა ევროპისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო. ეს მიზეზებია: სამუშაო ძალის რაოდენობის შემცირება, დასაქმების დაბალი მაჩვენებელი (63% - ქალები, 76% - მამაკაცები), ასაკოვან ადამიანებში (46% - ევროპაში, აშშ-სა და იაპონიაში - 62%), ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი დონე (21%-ზე მეტი) და განათ- ლების დონე (80 მლნ-ზე მეტ ადამიანს არ აქვს უმაღლესი განათლება, მაშინ როდესაც 2020 წლისთვის 16 მლნ-ზე მეტი სამუშაო ადგილი მოითხოვს განათ- ლების უმაღლეს დონეს და მაღალ კვალიფიკაციას) (Europe Comission).

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას ფართო საზოგადოებისთვის მოაქვს სარგებელი, მას თან ახლავს სიღარიბის და უთანასწორობის შემცირება, ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობების ზრდა. ინკლუზიური ზრდის შედეგად ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს სარგებელი ეკონომიკური ზრდისგან. გარდა ამისა, ინკლუზიური ზრდა უნდა უზრუნველყოფდეს მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ეკონომიკურ პროცესებში. ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის ინკლუზიურობა აუცილებელი პირობაა. ინკლუზიური ზრდის იდეა, რომ ყველა მოქალაქეს უნდა გააჩნდეს ღირებული ცხოვრების პირობები, ცხადია. თუმცა, ბევრი შეიძლება იკამათო იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელი ამ იდეის პრაქტიკაში სწორად განხორციელება.

ინკლუზიური ზრდის მიღწევის გზები

ინკლუზიური ზრდის მიღწევის გზა სხვადასხვაა და თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად ადგენს პრიორიტეტებს, თუმცა, აზიის განვითარების ბანკიიმ სამ ძირითად კომპონენტს გამოყოფს, რომელიც ინკლუზიური ზრდის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია [21]:

  • მაღალი, ეფექტიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რამაც უნდა უზრუნველყოს პროდუქტიული სამუშაო ადგილები და ეკონომიკური შესაძლებლობები;
  • სოციალური ჩართულობა, რამაც უნდა უზრუნველყოს თანაბარი ხელ- მისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებთან (ხელმისაწვდომი განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა);
  • სოციალური დაცვა, რაც მნიშვნელოვანია ღარიბი მოსახლეობის დასაცავად.

სსფ-ის ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ ფისკალური ხარჯები ჯანდაც- ვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ეკონომიკურ ზრდას უფრო ინკლუზიურს ხდის [22] .

გარდა ზემოხსენებულისა, არსებობს სხვა კომპონენტებიც, რამაც შესაძლოა უზრუნველყოს ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა. ეს კომპონენტები შესაძლებელია იყოს: პროდუქტიული დასაქმება და სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ტრანსფორმაცია, ინვესტიციები ადამიან-კაპიტალში, პროგრესული ფისკალური პოლიტიკა, სოციალური დაცვა, არადისკრიმინაციული მიდგომა (სოციალური ჩართულობა და მონაწილეობა), ძლიერი ინსტიტუტები და სხვა.

დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილები სიღარიბიდან გამოსვლის და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობის მთავარი საშუალებაა. მსოფლიო ბანკის 2013 წლის მსოფლიო განვითარების ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთი ქვეყნისთვის,ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული პოლიტიკური დოკუმენტების გარდა, მნიშვნელოვანია ჰქონდეს დასაქმების სტრატეგია. აღნიშნული იქიდან გამომდინარეობს, რომ ეკონომიკური ზრდის სტრატეგიამ შესაძლოა ყურადღების მიღმა დატოვოს ისეთი კონკრეტული საკითხები, როგორიცაა: ქალთა და ასაკოვან ადამიანთა დასაქმება, დასაქმება პატარა ქალაქებში, სოფლებში და ა.შ. დასაქმება მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების და ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი გზაა. სამუშაო ადგილების ნაკლებობა ამცირებს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას. მთავრობამ ეკონომიკური ზრდას ისეთ სექტორებში უნდა შეუწყოს ხელი, სადაც დასაქმების შესაძლებლობები გაჩნდება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) მთავრობებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ როგორც მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევემსხვილ კომპანიებს იმისათვის, რომ შექმნან დასაქმების შესაძლებლობები [23].

ზოგიერთი  განვითარებადი  ქვეყნისათვის,  ინკლუზიური  ზრდის მისაღწეად პროდუქტიულიეკონომიკური აქტივობის (სტრუქტურული ტრანსფორმაცია) განხორციელებაა საჭირო. ეკონომიკური ტრანსფორმაცია ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საფუძველია, რომლის დროსაც ახალი მაღალპროდუქტიული დარგების შექმნა და სამუშაო ძალის დაბალ პროდუქტიული და მაღალპროდუქტიულ აქტივობაში გადაყვანა ხდება. ეკონომიკური ტრანსფორმაცია ამცირებს ქვეყნის დამოკიდებულებას რომელიმე კონკრეტული სექტორის მიმართ და შესაბამისად ზრდის სტაბილურობას. ინკლუზიური ზრდის მისაღებად მნიშვნელოვანია ეკონომიკის ყველა სექტორის გააქტიურება, რაც თავისთავად უზრუნ- ველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ეკონომიკური ტრანსფორმაციის გარეშე, ღარიბი მოსახლეობა დარჩება ღარიბად და ნებისმიერი პროგრესი იქნება არასტაბილური. სტრუქტურული ტრანსფორმაცია აუცილებელია, ვინაიდან იგი ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტური ფაქტორების სისუსტის კომპენსაციას ახდენს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ აღნიშნული როგორ უნდა განხორციელდეს და როგორ მოუტანოს მაქსიმალური სარგებელი ღარიბ მოსახლეობას.

ინვესტიციები ადამიან-კაპიტალში აღიარებულია ინკლუზიური ზრდის ფუნდამენტურ საკითხად. კერძოდ, ინვესტირება ჯანდაცვასა და განათლებაში დაკავშირებულია უკეთეს ეკონომიკურ განვითარებასთან [24]. იქიდან გამომდინარე, რომ დასაქმება ადამიანების ძირითადი აქტივია, კარგი განათლებით და გამართული ჯანდაცვის სისტემით მოსახლეობის ღარიბი ნაწილი ეკონომიკური ზრდიდან მეტ სარგებელს მიიღებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც განახორციელეს ინვესტიციები ადამიანების გონივრული უნარის განვითარებაში, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. სწორედ ასეთი სახის ინვესტიციები იცავს ქვეყნებს ეკონომიკური კრიზისის გავლენისგან და ადამიანები გამოჰყავს სიღარიბის ზღვარიდან [25]. თუმცა, თუ ქვეყანას სჭირდება კვალიფიციური მუშახელი, არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაო ადგილები და ეკონომიკური ზრდა ავტომატურად მიიღწევა. უნარების განვითარება ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. უფრო მეტიც, სასურველი შედეგის მისაღწევად დასაქმების და უნარების განვითარების საკითხები ერთდროულად უნდა განიხილებოდეს [25]. ეკონომეტრიკული კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ სოციალური სექტორის მხარდაჭერა მშპ-ის 1%-ით გაწეული დანახარჯებით, უზრუნველყოფს სიღარიბის 0.5%-იან შემცირებას [25, გვ. 205]. უფრო კვალიფიციური სამუშაო ძალა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს, ხოლო გაზრდილი ეკონომიკა თავისთავად უფრო მეტ ინვესტიციებს განახორციელებს ადამიან-კაპიტალის განვითარებაში.

ფისკალური პოლიტიკა მოიცავს როგორც გადასახადებს, ასევე სახელმწიფო დანახარჯებს. ფისკალური პოლიტიკა არის მთავრობის არსებითად ერთადერთი პირდაპირი ინსტრუმენტი, რომელიც შემოსავლების განაწილებაზე ახდენს ზეგავლენას [26]. აზიის განვითარების ბანკმა (ADB), ჩატარებული კვლე- ვის შედეგად დაადგინა, რომ 1970 წლიდან 2009 წლამდე, მიუხედავად პროგრესული საგადასახადო პოლიტიკისა, სახელმწიფო დანახარჯები უფრო ეფექტური აღმოჩნდა. სახელმწიფო დანახარჯებმა ჯანდაცვასა და განათლებაში შეამცირა უთანასწორობა აზიის ქვეყნებში [27].

სოციალურ დაცვას ინკლუზიურ ზრდაში ორი ძირითადი როლის აკისრია. ერთი მხრივ, იგი იცავს ღარიბ მოსახლეობას ეკონომიკური შოკებისა და კრიზისებისგან. სოციალური დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ხელს უშლის უთანასწორობას [28]. მეორე მხრივ, სოციალური დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის პროცესს. იგი უზრუნველყოფს რისკების მართვას, ინვესტიციების ხელშეწყობას და მეწარმეობის განვითარებას [23]. სწორად განხორციელებული სოციალური დაცვა ღარიბი ადამიანების შემოსავლების გაზრდას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ჩართულობა არ არის გაიგივებული უთანასწორობასთან, სისტემური დისკრიმინაცია გარკვეული ჯგუფების მიმართ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და შედეგებზე, ასევე სიღარიბის აღმოფხვრასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სოციალური ინტეგრაციის გაუთვალისწინებლობა აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და სიღარიბის აღმოფხვრას.

ინკლუზიური ზრდა მოითხოვს ინკლუზიურ საზოგადოებას, რომელსაც გააჩნია ინსტიტუტები, სტრუქტურები და შესაბამისი პროცესები, რომელიც მთავრობას საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულს ხდის. თუ ეკონომიკურ- მა ზრდამ სარგებელი უნდა მოუტანოს ყველას, მაშინ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და მათი შესაძლებლობების გაფართოება. ინკლუზიური ზრდა მოითხოვს საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩართულობას ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაში (World Bank, 2013). ემპირიულად ცოტა მტკიცებულება არსებობს იმის თაობაზე, რომ ინკლუზიური ინსტიტუტები ინკლუზიური ზრდის მიღწევის აუცილებელი პირობაა (Pritchett and Werker, 2012). უფრო მნიშვნელოვანია, ის რომ მთავრობამ მიიღოს და გაატაროს ზრდის ხელშემწყობი პოლიტიკა.

იმისათვის, რომ სახელმწიფომ მიაღწიოს ინკლუზიურ ზრდას, უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სტრატეგიები, რომელიც უნდა მოიცავდეს ზემოხსენებულ საკითხებს. მთავრობა უნდა მოქმედებდეს პროაქტიულად და უზრუნველყოს ინკლუზიური ზრდის სტრატეგიის შექმნა, შესრულება და მონიტორინგი გრძელვადიანი პერიოდისთვის.

საქართველო ინკლუზიური ზრდის გზაზე

ინკლუზიური ზრდის თემას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში - „საქართველო 2020“-ში. აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ წინა წლებში ეკონომიკის ზრდის შედარებით მაღალ ტემპებს შედეგად არ მოჰყოლია უთანასწორობის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობა, განსაკუთრებით, უმუშევრობისა და სიღარიბის დონის შემცირების მხრივ.

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სამ ძირითად პრინციპს ემყარება. პირველი პრინციპი სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც განაპირობებს ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის დაძლევას. მეორე პრინციპი კი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას მოიცავს, რაც თავისთავად გულისხმობს მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ეკონომიკური განვითარების პროცესში და საზოგადოების კეთილდღეობას, სოციალურ თანასწორობასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. მესამე პრინციპი კი, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას გულისხმობს.

ინკლუზიური ზრდის მისაღწევად მთავარი ამოცანაა საქართველოს ეკონომიკის შემაფერხებელი პრობლემების იდენტიფიცირება და შემდგომ მისი აღმოფხვრის გზების მოძიება. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ეკონომიკის განვითარების ხელშემშლელ პრობლემათა შორის, კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, არასათანადოდ განვითარებული ადამიან-კაპიტალი  და ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა დასახელდა. სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად „საქართველო 2020“, რითაც განსაზღვრულია ის პრიორიტეტები, რომელთა გადაჭრა გრძელვადიანი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევადაა საჭირო. აღნიშნული სამი ძირითადი პრობლემის დასაძლევად სტრატეგიაში განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ეკონომიკური რეფორმების ორი ტალღა მოჰყვა. რეფორმები, რამაც ახალი ეკონომიკური სისტემის ინსტი- ტუციური საფუძველი შექმნა, 90-იანი წლების პირველი ნახევრის კრიზისის შემ- დეგგანხორციელდა. ამ პოლიტიკამ რეფორმების პირველ ეტაპზე განაპირობა ეკონომიკური ზრდის სტიმულირება, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს შეფერ- ხდა. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოში რიგი რეფორმა განხორციელდა, რაც კორუფციის აღმოფხვრას და ბაზრის ლიბერალიზაციას ისახავდა მიზნად. დაწყებული რეფორმების მეორე ტალღა მიმართული იყო ბაზრის ლიბერალიზაციისკენ, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, გადასახადების, ნებართვებისა და ლიცენზიების რაოდენობის შემცირებით გამოიხატა. წინა წლებში ეკონომიკურიზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინვესტიციები წარმოადგენდა, რომელთა დიდი ნაწილი მიმართული იყო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. 2007 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ (პუი) მშპ-ის 20%-ს მიაღწია, 2006-2014 წლებში კი 9.8 მლრდ დოლარი შეადგინა (გრაფიკი 3). საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე და რუსეთთან 2008 წელს მომხდარ კონფლიქტამდე, საშუალოდ დაახლოებით 10%-ით იზრდებოდა. 2010-2015 წლების პერიოდში კი ქვეყნის მშპ საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა. ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (12.6%) 2007 წელს დაფიქსირდა. 2008 წელს ორმაგი საგარეო შოკის შემდეგ მშპ-ის ზრდა 2.4% იყო, ხოლო 2009 წელს ქვეყნის ეკონომიკა 3.7%-ით შემცირდა. თუმცა, სიტუაცია სწრაფად გამოსწორდა და 2010 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 6.2% შეადგინა. უმნიშვნელოდ შემცირდა ზრდის ტემპი 2013 წელს, რაც უმეტესად პუი-ების ნაკადების შემცირების ხარჯზე მოხდა. 2014 წელს რეგიონსა და საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული არახელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობისა, საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა(გრაფიკი 4).თუმცა, ასეთმა ეკონომიკურმა ზრდამ და ზრდადი რაოდენობით შემოსულმა პუი-ებმა ვერ უზრუნველყო უთანასწორობის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობა, განსაკუთრებით, უმუშევრობისა და სიღარიბის დონის შემცირება.

ამასთან, სამუშაო ძალის წილი ეკონომიკის განვითარებაში უარყოფითი იყო და საშუალოდ 1.6%-იანი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. ფაქტორების მთლიანი მწარმოებლურობის (ეკონომიკური ზრდის ნაწილი, რომელიც შრომის ან კაპიტალის ზრდას არ უკავშირდება) საშუალოწლიური ზრდის ტემპი კი 2.8%-ს შეადგენდა. წინა წლებში შემოსული პუი-ებს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის ხელი უნდა შეეწყო, თუმცა, შემოსული ფინანსების დიდი ნაწილი კაპიტალტევად დარგებში იყო მიმართული, სადაც დასაქმების მოცულობა მცირე იყო. ქართველ დამსაქმებელთა გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ კომპანიათა უმეტესობა კვალიფიციური სამუშაო ძალის არასაკმარისობაზე მიანიშნებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ მიხედვით, არაშესაფერისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალა ბიზნესის განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად სახელდება [29]. დასაქმების სტაგნაცია სამუშაო ადგილების არარსებობის ბრალი არ არის, არამედ პრობლემას არასათანადო სამუშაო ძალის არარსებობა ქმნის. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009 წელს დაფიქსირდა - 16.9%, თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში კლების ტენდენციას ჰქონდა ადგილი და 2015 წელს 12% დაფიქსირდა. უმუშევრობის აღნიშნული მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებში არსებულ დონეზე მაღალია. უმუშევრობის დონე განსაკუთრებით მაღალია ქალაქ თბილისში (21.4%), ხოლო ასაკობრივი ჭრილით კი – ახალგაზრდებში (32%).

ეკონომიკური ზრდით მიღებულმა შედეგმა ვერ უზრუნველყო სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება ბოლო ათწლეულში სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა. ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში მცირე ცვლილება გამოიწვია, თუმცა უთანასწორობა არ შემცირებულა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ფარდობითი სიღარიბე (მოსახლეობის წილი, რომლის მოხმარება მედიანური მოხმარების 60%-ზე ქვემოთაა) 2004 წელს დაახლოებით 25%-ს შეადგენდა, ხოლო 2014 წელს შემცირდა 21%-მდე, რაც ძირითადად ქალაქში სიღარიბის შემცირებით არის გამოწვეული (გრაფიკი 3). შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში უთანასწორობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, ჯინის კოეფიციენტი სტაბილურად 0.4 ნიშნულზეა (გრაფიკი 4). ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 2016 წლის გარდამავალი ქვეყნების ანგარიშის მიხედვით საქართველო ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უთანასწორობის მაჩვენებლის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე უთანასწორო სახელმწიფოა (გრაფიკი 6). EBRD-ის შეფასებთ, საქართველოში არათანაბარი შესაძლებლობები ზღუდავს სოციალურ მობილობას და უცვლე- ლად ტოვებს საზოგადოების დაყოფას. ერთი ნაწილი ჩართულია თანამედროვე ეკონომიკაში, მეორე კი ტრადიციული მეურნეობით, თვითდასაქმებით.

იღარიბის მაჩვენებელი და მშპ საქართველოში [30]

გრაფიკი 3

სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში [30]

გრაფიკი 4

ჯინის კოეფიციენტი საქართველოში [30]

გრაფიკი 5


უთანასწოროჲის კოეფიციენტი

გრაფიკი 6

 

ეკონომიკური ზრდის მაღალს ტემპს, რომლის შედეგები მოსახლეობის ფართო ფენისთვის იქნება ხელმისაწვდომი, არსებითად კონკურენტუნარიანი კერძო სექტორი უზრუნველყოფს. ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ზომის მეწარმეობის განვითარება. სწორედ ეს უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის დიდი ნაწილის დასაქმებას. ევროკომისიის მიერ მდგრადი განვითარების 2011 წლის პოლი- ტიკის მიხედვით, ინკლუზიური ზრდის მისაღწევად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა საჭირო [32]. 2006-2014 წლებში მცირე და საშუალო წარმოების მიერ შექმნილი დამატებული ღირებულების წილი საწარმოთა მთლიან დამატებულ ღირებულებაში იცვლებოდა, თუმცა 20%-ს არ აღემატებოდა. 2011 და 2014 წლებში აღნიშნულმა მაჩვენებელმა შესაბამისად 21.8% და 21.1% შეადგინა, საიდანაც დამატებული ღირებულების უდიდესი წილი (71.1%) შექმნილია თბილის- ში. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, მცირე და საშუალო საწარმოების წილი მშპ-ში 18%-ია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული მეწარმეობა ჯერ კიდევ ვერ ასრულებს მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკაში [33].

„საქართველო 2020“-ის ერთ-ერთი მთავარი ბლოკი სწორედ მეწარმეობის განვითარებას ეთმობა. მწარმოებლურობის ზრდა ნაკლებად შეეხო მრეწველობას, შესაბამისად, უფრო გაიზარდა ეკონომიკის სხვა სექტორები. მრეწველობის განვითარების დონე და მისი საექსპორტო პოტენციალი კვლავ დაბალია. ექსპორტი არადივერსიფიცირებულია, მცირეა მისი დამატებული ღირებულება, სუსტია ახალ ბაზრებზე შეღწევის და დამკვიდრების მაჩვენებლები. ამის შედეგია დასაქმების ზრდის ძალზე დაბალი ტემპი. ეს ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკისა და კერძო სექტორის, როგორც მისი ძირითადი მამოძრავებელი კომპონენტის, საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა სუსტია. სწორედ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მიზნად ისახავს ევროკავშირის შიგა ბაზარზე საქართველოს ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. აღნიშნული პროცესი ითვალისწინებს ვაჭრობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ინსტიტუტების ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის რეგულაციებსა და სისტემებთან. ამას შედეგად უნდა მოჰყვეს საქართველოს საქონლისა და მომსახურების ევროკავშირის ბა- ზარზე გატანა, რაც გაზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და ინვესტიციების მოზიდვის ახალ შესაძლებლობებს. სწორედ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო მნიშვნელოვნად მოქმედებს მწარმოებლურობაზე, რამდენადაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს კერძო სექტორში რესურსების ეფექტიან განაწილებაზე. დღევანდელ სამყაროში კი სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვაა საჭირო. 2004 წლიდან განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველო მოწინავე რეფორმატორ ქვეყნად აღიარეს. მსოფლიო ბანკის ბიზნესწარმოების ანგარიშის მიხედვით (Doing Business 2016) საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მაჩვენებლით 189 ქვეყანას შორის 24-ე ადგილი უკავია. 2016 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს რეიტინგი სამ კომპონენტშია გაუმჯობესებული (ელექტროენერგიით მომარაგება, კონტრაქტების აღსრულება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება). მთლიანობაში კი საქართველოს პოზიცია 24 ადგილამდე ჩამოვიდა, რაც ძირითადად გამოწვეულია მსოფლიო ბანკის მიერ მეთოდოლოგიის ცვლილებით.

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ინკლუზიური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტია. ჯანდაცვის სექტორში დაფინანსების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან მოქმედებს საყოველთაო პროგრამა (2013 წელს ჯან- დაცვის სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ასიგნებების მოცულობა, 2012 წელთან შედარებით, 365 მლნ ლარიდან 635 მლნ ლარამდეა გაზრდილი), რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საკუთარი ჯიბიდან გადახდის და დანახარჯების შემცირება. 2010 წლის მონაცემებით, საქართველო ევროპის რეგიონში საკუთარი ჯიბიდან გადახდის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა (70%), ხოლო შინამეურნეობების 9%-ს ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯები ჰქონდა (საქართველო 2020, 2014). სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის სისტემაში გაწეული დანახარჯები ქვეყნის მშპ-ის10%-ს წარმოადგენს, რაც ევროპაში არსებულ საშუალო მაჩვენებელთან (9%) ახლოსაა [34].

ინკლუზიური ზრდა, ცხადია, თავისით არ მიიღწევა. მის მისაღწევად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი პოლიტიკის გატარება. სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად „საქართველო 2020“, რომელშიც განსაზღვრულია ის პრიორიტეტები, რომელთა გადაჭრა გრძელვადიანი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად არის საჭირო.მნიშვნელოვანია, რომ ინკლუზიური ზრდის პოლიტიკაში დიდი ყურადღება დაეთმოს სოფლებში ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა სიღარიბე, ჯანდაცვა, განათლება და უთანასწორობა. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი ქალაქში ფიქსირდება, სოფლებში ნახევრად დასაქმებულების სტატისტიკამ შესაძლოა არაზუსტი სურათი მოგვცეს. პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ინკლუზიური ზრდის მიღწევას, ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინოს და სოფლად შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებები უნ- და გატარდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია დიდი ყურადღება მიენიჭოს დასაქმების სტრატეგიას და განხორციელდეს ინვესტიციები ადამიან-კაპიტალში, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებით.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ინკლუზიური ზრდა წარმოადგენს ისეთ ეკონომიკურ განვითარებას, რომელსაც ფართო საზოგადოებისთვის მოაქვს სარგებელი, ანუ ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურია, როდესაც ეკონომიკურ განვითარებას თან ახლავს სიღარიბის და უთანასწორობის შემცირება. სიღარიბე არამხოლოდ სოციალურად არასასურველი მოვლენაა, არამედ ის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ფაქტორიცაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინკლუზიური ზრდა არ ნიშნავს უბრალოდ შემოსავლების გადანაწილებას მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ინკლუზიური ზრდის შედეგად ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს სარგებელი ეკონომიკური ზრდისგან, რაც გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავლებს და მეტ შესაძლებლობებს. ინკლუზიური ზრდა უნდა უზრუნველყოფდეს მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ეკონომიკურ პროცესებში. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისგან არამხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ეფექტიც უნდა მივიღოთ. უფრო მეტიც, ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის ინკლუზიურობა აუცილებელი პირობაა. ინკლუზიური ზრდის იდეა არის ის, რომ ყველა მოქალაქეს უნდა გააჩნდეს ღირსეული ცხოვრების პირობები.

როგორც საქართველო, ასევე მსოფლიოს მრავალი ქვეყანა დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება და საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობა ეკონომიკურ აქტივობაში.

არსებული სიტუაციის შესწავლის საფუძველზე, იმისათვის რომ საქართველოს ეკნომიკა უფრო ინკლუზიური და კონკურენტუნარიანი გახდეს, ადამიანები ეკონომიკის თანამედროვე სექტორებში უნდა გადაერთონ. საქართველოსთვის საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მისი უთანასწორობის მაჩვენებლირეგიონში არსებულ საშუალო მაჩვენებელზე დიდად მაღალია. არათანაბარი შესაძლებლობები ზღუდავს სოციალურ მობილობას და უცვლელად ტოვებს საზოგადოების ხისტ დაყოფას (ნაწილი ჩართულია თანამედროვე ეკონომიკაში, ნაწილი კი თვითდასაქმებით არის დაკავებული). სოციალურ მობილობას არამხოლოდ პროფესიული სწავლება უზრუნველყოფს, არამედ ინვესტიციები ადრეული განათლების სისტემაშიც უნდა ჩაიდოს, რაც სოფლის მოსახლეობისა და ღარიბი სეგმენტისთვის იქნება გამიზნული. შესაბამისად, ჩამოსაყალიბებელია ერთიანი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც სწორად დადგინდება ღარიბთა სეგმენტი და შემდგომ მოხდება მათვის შესაბამისი განათლების მიწოდება. არსებითად ეს უზრუნველყოფს მათ აქტიურ ჩართულობას ეკონომიკურ პროცესში. სამუშაო ადგილები, ხშირად, სწორედ სათანადო სამუშაო ძალის არარსებობის გამო ვერ იქმნება. არათანაბარი შესაძლებლობები და ხელმიუწვდომლობა საფრთხეს უქმნის ნებისმიერ ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმურობას.

ინკლუზიური ზრდის მისაღწევად ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული პროდუქტის წარმოების გადიდება, რისთვისაც აუცილებელია ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2014 წლიდან მოყოლებული საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. მაგალითად, ადგილი ჰქონდა პრობლემებს ქვეყნის უმსხვილეს ბაზრებზე და წამყვან საექსპორტო საქონელთან დაკავშირებითაც. კერძოდ, მკვეთრად შემცირდა ავტომობილების რეექსპორტი, ხოლო 2015 წლიდან პრობლემები შეექმნა ისეთ საექსპორტო საქონელს, როგორიცაა ფეროშენადნობი პროდუქტი. აღნიშნული რყევები საქართველოს ექსპორტში მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია, ვინაიდან რამდენიმე საქონლის ბაზარზე წარმოქმნილმა პრობლემებმა მთლიან მაჩვენებელზე იქონია ზეგავლენა. უნდა აღინიშნოს რომ 2013 წლიდან მოყოლებული, ექსპორტი უფრო დივერსიფიცირებული გახდა, თუმცა მცირედით. ექსპორტის დივერსიფიცირება ევროკავშირის და სხვა მიმართულების ექსპორტის გააქტიურებითაა გამოწვეული. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ საექსპორტო პროდუქციის გამრავალფეროვნების პროცესი შედარებით სუსტია, საქართველოს ექსპორტი კონცენტრირებულია მცირე ნომენკლატურის საქონელზე. ყოველივე ეს ზრდის ეკონომიკური რყევების რისკებს. შესაბამისად, ქვეყანამ უნდა იზრუნოს საექსპორტო პროდუქციის როგორც გადიდებაზე, ასევე გამრავალფეროვნებაზე.

ლიტერატურა:

  1. WB. (2015). Sustainable Development Goals. Retrieved from https://sustainable- development.un.org/content/documents/1579SDGs%20Proposal.pdf
  2. IMF. (2013). Statement by the Managing Director on the Work Program of the Executive Board. Retrieved from https://www.imf.org/external/np/pp/eng/ 2013/052213.pdf
  3. IMF. (2014). World Economic Outlook. Retrieved from http://www.imf.org/external/ pubs/G/weo/2014/01/pdf/text.pdf
  4. Legarde, C. (2016, September). h1p://www.bnn.ca/imf-s-lagarde-urges-more-in- clusive-approach-to-globalization-1.565977. Retrieved from http://www.bnn.ca/: http://www.bnn.ca/imf-s-lagarde-urges-more-inclusive-approach-to-globaliza- tion-1.565977
  5. G20 Leaders’ Declaration. (2013). Retrieved from https://www.whitehouse.gov/ sites/default/files/image/files/saintpetersburgdeclaration.pdf
  6. Kuznets. (1955). The American Economic Review.
  7. Solow, M. (1956). A contributiion to the Theory of Economic Growth.
  8. Filho, A. (2010). From Washington Consensus to Inclusive Growth:The Continuing Relevance of Pro-Poor Policy Alternatives.Retrieved from http://www.un.org/en/ development/desa/policy/wess/wess_bg_papers/bp_wess2010_filho.pdf
  9. Klasen, ADB, S. (2010). Measuring and Monitoring Inclusive Growth: Multiple Definitions, Open Questions and Some Constructive Proposals. Retrieved from https://www.adb.org/sites/default/files/publication/28492/adb-wp12-measuring- inclusive-growth.pdf
  10. Gurría, OECD, A. (2013). Retrieved from www.oecd.org: https://www.oecd.org/ forum/people-first-opening-remarks-forum-2013.htm
  11. R.Ranieri, R. I.-I. (2013). Aƒer All, What is Inclusive Growth? Retrieved from http:// www.ipc-undp.org/pub/IPCOnePager188.pdfPalavinel, UNDP, T. (2011).
  12. Consultation on Conceptualizating Inclusive Growth. Retrieved from http://www.undp.org/content/dam/india/docs/consultation_on_ conceptualizing_inclusive_growth.pdf
  13. WB. (2016). Global Monitoring Report 2015/2016, Development Goals in an Era of Demographic Change.
  14. www.worldbank.org
  15. IMF. (2016). World Economic Outlook. Retrieved from https://www.imf.org/ external/pubs/G/weo/2016/update/01/pdf/0116.pdf
  16. ILO;. (2016). World Employment Social Outlook. Retrieved from http://www.ilo. org/wcmsp5/groups/public/dgreports/---dcomm/---publ/documents/publication/ wcms_443480.pdf
  17. Ravallion,  WB.  (2013).  How  Long  will  it  take  to  liƒ  one  billion  people  out  of poverty? Retrieved from http://documents.worldbank.org/curated/en/24836- 1468025472051/pdf/wps6325.pdf
  18. Berg and Ostry, IMF. (2011). Inequality and Unsustainable Growth: Two sides of  the same coin>. Retrieved from https://www.imf.org/external/pubs/G/sdn/2011/ sdn1108.pdf
  19. WB Group. (2016). Taking on Inequality. Retrieved from https://openknowledge. worldbank.org/bitstream/handle/10986/25078/9781464809583.pdf
  20. Wennberg,Ehrling. (2014). Inclusive Growth in Europe
  21.  Zhuang, ADB, J. (2010). Poverty, Inequality and Inclusive Growth in Asia: Measurement, Policy Issues, and Country Studies.
  22.   Balakrishnan, Steinberg, Syed; IMF. (2013). The Elusive Quest for Inclusive Growth: Growth, Poverty, and Inequality in Asia?
  23.  OECD. (2009). Promoting Pro-Poor Growth: Employement.
  24. Ravallion, 2. (2004). “pro-poor growth-a-primer, World Bank”.
  25.   UNESCO. (2012). Youth and skills: Putting education to work
  26.    IMF. (2014). Fiscal Policy and Income Inequality.
  27.   ADB. (2014). Fiscal Policy for Inclusive Growth.
  28.   Slater, M. a. (2014). Social Protection and Growth: Research Synthesis.
  29.   World Economic Forum, 2016. The Global Competetiveness Report 2016-2017.
  30. www.geostat.ge
  31. www.ebrd.com
  32.  EU comission. (2011). Report re the consultation on the EU Green Paper “EU development policy in support of inclusive growth and sustainable development – Increasing the impact of EU development policy”.
  33. საქართველოს მთავრობა, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია. (2016).
  34. საქართველო 2020. (2014). საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითა- რების სტრატეგია საქართველო 2020.